ბერძნული

ბერძნული სუპი ავგოლემონო

შემადგენლობა:
5 ჭიქა ქათმის ბულიონი
2/3 ჭიქა გრძელი ბრინჯი
2 ც კვერცხი
3 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
1 ც. ქათმის მკერდი, დაჭრილი კუბებად
მარილი და პილპილი, გემოვნებით
2 ს.კ. ცოცხალი ორეგანო ან ოხრახუში, დაჭრილი შესაკაზმად
მომზადების წესი:
დიდ ქვაბში მოვათავსოთ ქათმის ბულიონი და წამოვადუღოთ. დაამატოთ ბრინჯი, დავფაროთ თავსახური და ვხარშოთ 10-15 წთ–ი, ან სანამ ბრინჯი დარბილდება. როცა ბრინჯი მომზადდება ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდა. ჯამში გავთქვიფოთ კვერცხი, ჩავასხათ ლიმონის წვენი, ჩავყაროტ ცედრა და კარგად გავთქვიფოთ. კვერცხს ნელ–ნელა დავუმატოთ ½ ჭიქა ცხელი ბულიონი, ვთქვიფოთ მუდმივად. დავამატოთ კიდევ ½ ჭიქა ბულიონი და კარგად შევურიოთ. მიღებული მასა ჩავაბრუნოთ ქვაბში, წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. ქვაბში ჩავყაროთ კუბიკებად დაჭრილი ქათმის მკერდი, ვადუღოთ 8–10 წთ–ი, პერიოდულად ვურიოთ, სანამ ქათმის ფილე მოიხარშება. შევაზავოთ მარილით და პილპილით. სუფრაზე მიტანამდე თეფშზე მოვაყაროთ ორეგანოთი ან ოხრახუშით.

 

No comments:

Post a Comment