Thursday, December 13, 2012

მთავარი

ქართული

ფშავური ხინკალი


ფშავური ხინკალი
მასალა:

ცხვრის ხორცი ან საქონლის ხორცი 1–2კგ.

ხახვი 5–6 თავი

მწვანე წიწაკა 1–2ც.

ხმელი კვლიავი ან ტყიურა, მარილი გემოვნებით.


ცომი:

პურის ფქვილი 1,5–2კგ.

წყალი რამდენიც დაჭირდება
მარილი გემოვნებით.


მომზადება:
ცომში ჩავყაროთ ცოტა მარილი და მოვზილოთ ცივი წყლით მაგარი ცომი. ფშავში ხინკალს ამზადებენ ძროხის ხორცის ან ცხვრის ხორცისგან  დასაშვებია მათი შერევაც (ოღონდ ძროხის ხორცი ცხვრისაზე ორჯერ მეტი უნდა იყოს). ხორცი დავკეპოთ ხანჯლით ან პატარა ცულით. ხორცთან ერთად დავკეპოთ მწვანე წიწაკა და ხახვი, (ფარშში ხმელ კვლიავს ან ტყიურას დანაყილს უშვებიან, (კვლიავის ნაცვლად გარეული ქონდარიც შეიძლება ვუქნათ დანაყული), (კვლიავი ბევრი არ უნდა ვუქნათ თორემ ხინკალი მჟავე გამოვა). ზოგჯერ კვლიავს დაფქულ ქინძს ან პიტნას უმატებენ). ხახვთან და წიწაკასთან ერთად დანაყილ ხორცს, მოვაყაროთ დანაყილი კვლიავი ან ტყიურა, მარილი, მოვასხათ ცივი წყალი ან ძვლის ნახარში და ავზილოთ. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ და ჭიქით დავჭრათ რგოლები. დაჭრილი რგოლები გავაბრტყელოთ, გაბრტყელებულ ცომზე გულში სუფრის კოვზით დავდოთ მომზადებული ფარში და შევახვიოთ. მარილი ჩავყაროთ ხინკლის მოსახარშ წყალში, მოხვეული ხინკლები ამობრუნებულად ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და ვხარშოთ. ხარშვის დროს ხინკალი ქვაბს რომ არ მიეკრას ქვაბი ვაბრუნოთ. როცა ხინკალი ამოტივტივდება კიდევ გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი მომზადებამდე. ხინკალი 18 ნაოჭიანი უნდა იყოს (ყველაზე მეტად ფშავში 25

იაპონური

იაპონიაში სუშის მომზადება მთელი ხელოვნებაა, რომელსაც წლების მანძილზე სწავლობენ.
სუშის სახეობა მრავალფეროვანია. ყველაზე პოპულარულია მაკი სუში. იაპონიაში სუშის ამ სახეობას აკეთებნ ქალები, დანარჩენებს აკეთებენ მამაკაცები.
ამ სუშის გულსართი შეიძლება იყოს სხვადასხვა: ზღვის პროდუქტები, მანგო, გოგრა, სპარჟა.
პირველ რიგში ბრინჯი კარგად უნდა გავრეცხოთ,
ისე რომ წყალი აღარ იყოს მღვრიე.
გარეცხილი ბრინჯი
ამის მერე ჩავალბოთ წყალში 2 საათით.
ბრინჯი უნდა ჩავყაროთ ცივ წყალში და ავადუღოთ მაღალ ცეცხლზე. როცა ადუღდება, ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ არ იქნება მზად. (დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში) წყალი უნდა შეიწოვოს ბრინჯმა.
ცხელ ბრინჯში ჩავყაროთ მარილი, შაქარი, ჩავასხათ ბრინჯიძმარი.
ბრინჯი სპეციებით
გულსართისთვის ავიღოთ ორაგული და დავჭრათ გძელ ნაჭრებად. კიტრიც დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. კრევეტები გავასუფთავოთ.
დაჭრილი ორაგული
ბამბუკის დასაფენზე დავდოთ ნორის ფურცელი (ნორი არის მწვანე სიფრიფანა ზღვის მცენარე, რაშიც სუშია გახვეული და 40%-ს შეიცავს იოდს)
ზემოდან დავადოთ ბრინჯი 3-5 მმ სისქით. მერე დავადოთ გულსართი რიგრიგობით. მაგალითად: კიტრი ორაგულთან ერთად.
 "მაკი"  სუში
სუშის მომზადება
დავახვიოთ რულონის სახით ბამბუკის დასაფენის მეშვეობით.
 "მაკი"  სუში
როცა კარგად შეწებდება დავჭრათ ნაჭრებად.
 "მაკი"  სუში
გემრიელად მიირთვით!

იტალიური

მომზადება

პიცაში შეიძლება ნებისმიერი პროდუქტების გამოყენება. ყველაზე მნიშვნელოვანია ცომის მომზადება.
აქ მითითებული ინგრედიენტებით გამოდის 4 საშუალო ზომის პიცა ან 2 დიდი ზომის პიცა.(ძალიან დიდი ზომის ):)
ფქვილი გავცრათ და დავამატოთ საფუარი, მარილი და შაქარი.
ფქვილი და საფუარი ავურიოტ ერთმანეთში
ჩავასხათ წყალი, დავამატოთ ზეითუნის ზეთი
მოვზილოთ ცომი
და კარგად მოვზილოთ.
მოვზილოთ ცომი და აცვდოთ ჯამში
ჩავდოთ ცომი ჯამში, რომელსაც წავუსვათ ზეითუნის ზეთი.
ცომი უნდა ამოვიდეს
(რომ ცომი არ მიეკროს ჯამს და კარგად ამოვიდეს),გადავაფაროთ და დავტოვოთ თბილ ადგილას.(დაახლოებით 1 საათით)
როცა ცომი ამოვა, კიდევ ერთხელ კარგად მოვზილოთ 2-3 წუთის განმავლობაში.
გავაბრტყელოთ ცომი
ნამდვილი პიცა კეთდება მაღალ ტემპერატურაზე.
ამიტომ დააყენეთ ღუმელი მაქსიმალურ ტემპერეტურაზე და გამოაცხეთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

ბერძნული

ბერძნული სუპი ავგოლემონო

შემადგენლობა:
5 ჭიქა ქათმის ბულიონი
2/3 ჭიქა გრძელი ბრინჯი
2 ც კვერცხი
3 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
1 ც. ქათმის მკერდი, დაჭრილი კუბებად
მარილი და პილპილი, გემოვნებით
2 ს.კ. ცოცხალი ორეგანო ან ოხრახუში, დაჭრილი შესაკაზმად
მომზადების წესი:
დიდ ქვაბში მოვათავსოთ ქათმის ბულიონი და წამოვადუღოთ. დაამატოთ ბრინჯი, დავფაროთ თავსახური და ვხარშოთ 10-15 წთ–ი, ან სანამ ბრინჯი დარბილდება. როცა ბრინჯი მომზადდება ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდა. ჯამში გავთქვიფოთ კვერცხი, ჩავასხათ ლიმონის წვენი, ჩავყაროტ ცედრა და კარგად გავთქვიფოთ. კვერცხს ნელ–ნელა დავუმატოთ ½ ჭიქა ცხელი ბულიონი, ვთქვიფოთ მუდმივად. დავამატოთ კიდევ ½ ჭიქა ბულიონი და კარგად შევურიოთ. მიღებული მასა ჩავაბრუნოთ ქვაბში, წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. ქვაბში ჩავყაროთ კუბიკებად დაჭრილი ქათმის მკერდი, ვადუღოთ 8–10 წთ–ი, პერიოდულად ვურიოთ, სანამ ქათმის ფილე მოიხარშება. შევაზავოთ მარილით და პილპილით. სუფრაზე მიტანამდე თეფშზე მოვაყაროთ ორეგანოთი ან ოხრახუშით.

No comments:

Post a Comment