იტალიური

მომზადება

პიცაში შეიძლება ნებისმიერი პროდუქტების გამოყენება. ყველაზე მნიშვნელოვანია ცომის მომზადება.
აქ მითითებული ინგრედიენტებით გამოდის 4 საშუალო ზომის პიცა ან 2 დიდი ზომის პიცა.(ძალიან დიდი ზომის ):)
ფქვილი გავცრათ და დავამატოთ საფუარი, მარილი და შაქარი.
ფქვილი და საფუარი ავურიოტ ერთმანეთში
ჩავასხათ წყალი, დავამატოთ ზეითუნის ზეთი
მოვზილოთ ცომი
და კარგად მოვზილოთ.
მოვზილოთ ცომი და აცვდოთ ჯამში
ჩავდოთ ცომი ჯამში, რომელსაც წავუსვათ ზეითუნის ზეთი.
ცომი უნდა ამოვიდეს
(რომ ცომი არ მიეკროს ჯამს და კარგად ამოვიდეს),გადავაფაროთ და დავტოვოთ თბილ ადგილას.(დაახლოებით 1 საათით)
როცა ცომი ამოვა, კიდევ ერთხელ კარგად მოვზილოთ 2-3 წუთის განმავლობაში.
გავაბრტყელოთ ცომი
ნამდვილი პიცა კეთდება მაღალ ტემპერატურაზე.
ამიტომ დააყენეთ ღუმელი მაქსიმალურ ტემპერეტურაზე და გამოაცხეთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

No comments:

Post a Comment